Middle-earth-ის ქართული თარგმანის ახალი ვერსია: მთარგმნელის არგუმენტები

Middle-earth-ის ქართული თარგმანის ახალი ვერსია: მთარგმნელის არგუმენტები

ტოლკინის ცხოვრებაზე მოყოლა სრულყოფილი ვერ გამოვა მისი შექმნილი სამყაროს ხსენების გარეშე. სავარაუდოდ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ამ წიგნით (იგულისხმება „ტოლკინის ბიოგრაფია“ (რედ. შენ.)) ის ქართველი მკითხველი დაინტერესდება, რომლისთვისაც ნაცნობია მისი უდიდებულესობა „ბეჭდების მბრძანებლის“ ქართული თარგმანი (მთარგმნელი: ნიკა სამუშია) და ტოპონიმებსა თუ პერსონაჟების სახელებსაც ამ თარგმანით იცნობს. თუმცა, არსებობს „ჰობიტისა“ და  „ბეჭდების მბრძანებლის“ გაქართულების სხვა (უფრო ადრინდელი) მცდელობაც, რომელსაც თავის დროზე თქვენ წინ მდებარე ბიოგრაფიის მთარგმნელი შეეჭიდა („ჰობიტის“ თარგმანი კიდევაც გამოიცა 2001 წელს). ბიოგრაფიის თარგმნისას დავეყრდენი ტოპონიმთა და სახელთა ჩემეულ თარგმანს, რომელიც განსხვავდება ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი ვერსიებისგან. შესაძლოა, განსაკუთრებული დავა გამოიწვიოს თავად სამყაროს სახელმა – „შუასკნელი“. გამოცემულ ქართულ თარგმანში ტოლკინის სამყაროს „შუახმელეთი“ ჰქვია.

ამ ბიოგრაფიაშიც კარგად გამოჩნდება, რა სკრუპულოზურობითა და კატეგორიულობითაც კი გამოირჩეოდა ტოლკინი, როდესაც საქმე მის მართლაცდა გენიალურ ნაშრომს ეხებოდა. გასაკვირი არ არის, რომ დაწერა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ითარგმნოს მისი შექმნილი სამყაროს საკუთარი სახელები, რომელთაგან არცერთი არ არის შემთხვევითი და ავტორის უდიდესი ცოდნა, ფანტაზია და მიზანშეწონილობა უდევს საფუძვლად. მე ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად მივყოლოდი ამ რეკომენდაციებს. აი, რას წერს ტოლკინი თავისი სამყაროს სახელის თარგმანზე:

ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მართებულად მივიჩნიე, Middle-earth გადმომეთარგმნა, როგორც „შუასკნელი“ – ეს ადამიანთა სამყოფელია, მას დაჰყურებს ცა, „რომელიც მეტწილად ისეთივეა, დღეს რომ ვუცქერით“.

ნინო ბარძიმიშვილი, მთარგმნელი

Shopping Cart
0.00%
უფასო მიწოდებას მხოლოდ 45.00  გაშორებს
თქვენი კალათა ჯერჯერობით ცარიალია

იპოვეთ სასურველი წიგნი ჩვენს კატალოგში

კატალოგის ნახვა
Free Shipping Bar Attributes
კომენტარის დამატება