ნისლი გაიფანტა! ჩვენ ისტორია დავწერეთ!

ჩვენ დავინახეთ მკითხველები, რომლებმაც უარი თქვეს უბრალო მაყურებლის როლზე და საკუთარი ურყევი ნდობით, ჩვენთან ერთად გახდნენ ამ ისტორიის თანაავტორები. ჩვენ დავინახეთ ადამიანები, რომლებმაც იგრძნეს, რომ წიგნი მანამ იწყებს სიცოცხლეს, სანამ დაიბეჭდება — და ეს სიცოცხლე მას სწორედ თქვენმა რწმენამ შთაბერა. ჩვენ დავინახეთ ისინი, ვინც სკეპტიციზმის ეპოქაში ყველაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა: მათ აბსტრაქტული იდეა ხელშესახებ რეალობად აქციეს.

❤️ მადლობა 252 გმირს — თქვენ საქართველოში ახალი ლიტერატურული კარი გახსენით!

სტატუსი: დადასტურებულია

თქვენი ერთიანობა შედგა! აღარანაირი „თუ“. 50%-იანი ზღვარი გადაილახა და თქვენი შემართების საპასუხოდ, „მოუბარი“ დარჩენილ თანხას სრულად დააფინანსებს. „ნისლქმნილი“ 2026 წლის აპრილში თქვენს თაროზე იქნება.

ერთი გამარჯვება = სრული ტრილოგია

პირველი ტომის გადარჩენით, თქვენ რეალურად მთელი სერია გადაარჩინეთ! თქვენმა ერთგულებამ მოგვცა გარანტია, რომ „ნისლქმნილის“ მე-2 და მე-3 წიგნებიც აუცილებლად ითარგმნება და გამოიცემა.

შევხვდებით აპრილში

ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ 1-ლი ტომი დღის სინათლეს 2026 წლის აპრილში, წიგნის ფესტივალზე იხილავს. ზუსტად ამ დროს, თქვენი დამსახურებით, წიგნი სტამბიდან გამოვა და თქვენს თაროებს დაამშვენებს.
მიზანი მიღწეულია! თქვენი ერთიანობის გამო „მოუბარი“ დარჩენილ 50%-ს სრულად აფინანსებს!
მონიშნეთ კალენდრები: „ნისლქმნილი“ დღის სინათლეს 2026 აპრილის წიგნის ფესტივალზე იხილავს!
I ტომის გადარჩენით თქვენ სრული ტრილოგიის გამოცემა გაინაღდეთ — სანდერსონის ეპოქა იწყება!
გმირი ვიპოვეთ
0
შესრულდა
0 %

რედაქტორის შენიშვნა: ჩვენი ვებდეველოპერები დროებით საცივიდან თუკი ამოყოფენ თავს, ამ ადგილას სასურველია საახალწლო შუშხუნებისა და ფეიერვერკის ეფექტები გაუშვან ვიზიტორებისთვის.

აქ წარმოდგენილია ყველა ის მკითხველი, რომლის დროულმა და სტრატეგიულმა ჩართულობამ გარდატეხა შეიტანა პროექტის განვითარებაში. მათ არა მხოლოდ დაჯავშნეს ეგზემპლარი, არამედ რეალური ბიძგი მისცეს ტირაჟის წარმოებას.

გამომცემლობა „მოუბარი“ იღებს ვალდებულებას, თითოეული მხარდამჭერის სახელი და გვარი შეიტანოს წიგნის ისტორიულ წინასიტყვაობაში. თქვენი მონაწილეობა სცდება სტანდარტული კომერციული ტრანზაქციის ფარგლებს — ეს არის განაცხადი თანაგამომცემლის სტატუსზე და პირადი ხელმოწერა ქართული ფენტეზის ისტორიაში. გახსოვდეთ: ტირაჟი ლიმიტირებულია, ხოლო წიგნში აღბეჭდილი თქვენი სახელი — მარადიული.

I. პირველი ნაპერწკლები: მათ, ვინც სიბნელეში გაანათა

თავიდან იყო მხოლოდ იდეა და დიდი სიჩუმე. როცა ჰორიზონტზე ჯერ არაფერი ჩანდა, როცა ნისლი სქელი იყო და გზა — ბუნდოვანი, სწორედ ამ ადამიანებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული გამბედაობა. მათ არ უკითხავთ „გამოვა?“ — მათ თქვეს „უნდა გამოვიდეს!“. ეს არის სია იმ გმირებისა, რომლებმაც აანთეს პირველი ჩირაღდანი, გარისკეს და თავიანთი ნდობით საძირკველი ჩაუყარეს ყველაფერს, რასაც დღეს ვხედავთ.

II. რწმენის მცველები: მათ, ვინც ეჭვს არ უსმენდა

ნებისმიერ დიდ წამოწყებას აქვს ჩავარდნის მომენტი — როცა პროცესი იწელება და სკეპტიციზმი თავისას ცდილობს. ეს ადამიანები არიან ის მცველები, რომლებმაც თავიანთი ნდობით შეაკავეს ეჭვი. მათ იცოდნენ, რომ ნამდვილ ხარისხს დრო სჭირდება და მოთმინებით ელოდნენ იმ დღეს, როცა ნისლი გაიფანტებოდა. მათი სიმშვიდე იყო ჩვენი მთავარი საყრდენი რთულ დღეებში.

III. ხმაურიანი არმია: მათ, ვინც ამბავი ყველას გააგებინა

ოთახში, სადაც სიჩუმეა, ერთი ადამიანის ხმაც კი ისმის, მაგრამ როცა ასობით ადამიანი ერთად იწყებს ლაპარაკს, ეს უკვე ქუხილია. მათმა აქტიურობამ, გაზიარებებმა და კომენტარებმა შექმნა ისეთი მუხტი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელი გახდა. მათ გააგებინეს სამყაროს, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და ეს ამბავი სოციალური ქსელის ყველა კუთხეს მიაწვდინეს.

IV. ჩუმი ძალა: მათ, ვისი რწმენაც ხმაურზე ძლიერია

ყველა გმირი როდი ხმაურობს, ყველა მხარდამჭერი არ ჩანს წინა პლანზე. არსებობს ძალა, რომელიც ოკეანის სიღრმეს ჰგავს — მშვიდი, მაგრამ შეურყეველი. ხმაური ყოველთვის არ ნიშნავს სიძლიერეს, ხანდახან ნამდვილი ძალა სწორედ ამ დინჯ, სტაბილურ და უპირობო თანადგომაშია.

V. შორსმჭვრეტელნი: მათ, ვინც დაინახა მომავალი

არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც შეიძლება იყოს. მათ წინასწარ იგრძნეს, რა გავლენას მოახდენდა ეს გამოცემა ქართულ რეალობაზე. მათთვის ეს უბრალოდ წიგნი კი არა, ახალი შესაძლებლობა იყო. მათმა შორსმჭვრეტელობამ დაგვანახა, რომ ეს ბრძოლა ნამდვილად ღირდა და მიზანი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

VI. შეუპოვარნი: მათ, ვინც ბოლომდე იბრძოდა

ბრძოლა ყოველთვის არ იმართება ხმლით. ხანდახან ბრძოლა არის მოთმინება, ლოდინი და ერთგულება მაშინაც კი, როცა ყველაფერი რთულდება. როცა სხვები შესაძლოა დაღლილიყვნენ, ისინი დარჩნენ და თავიანთი ენერგიით შეგვახსენეს, რომ დანებება ვარიანტი არ არის. ეს არის მებრძოლთა სია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შეუპოვრობა ყოველთვის იმარჯვებს.

VII. გულის ძგერა: მათ, ვინც პროექტი გააცოცხლა

პროექტი მკვდარია, თუ მასში გული არ ძგერს. ამ ადამიანებმა შემოიტანეს სითბო, ემოცია და სიყვარული, რამაც ციფრები და ქაღალდი ცოცხალ ორგანიზმად აქცია. თითოეული გამამხნევებელი სიტყვა, თითოეული მოლოდინით სავსე მესიჯი იყო ის საზრდო, რაც ჩვენ გვაცოცხლებდა. მათ გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ „ბიზნესი“ იქნებოდა, მათთან ერთად კი — ერთი დიდი ოჯახია.

VIII. უკანასკნელი ბეჭედი: ისტორიის დამწერნი

ისტორიას წერტილი სჭირდება, გამარჯვებას კი — ხელმოწერა. სწორედ თქვენ ხართ ის გადამწყვეტი აკორდი, რომელმაც იდეა რეალობად აქცია და პროექტი ტრიუმფით დააგვირგვინა.

❤️ 252 მადლობა თითოეულ თქვენგანს!

ეს მხოლოდ დასაწყისია. თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი შევა წიგნის სპეციალურ წინასიტყვაობაში, სადაც „ნისლქმნილის“ ქართული გამოცემის ამ საოცარ და ისტორიულ ამბავს უფრო ვრცლად მოვყვებით.

გილოცავთ ახალ 2026 წელს!

სანდერსონის ეპოქა იწყება!

თქვენმა აქტიურობამ დაამტკიცა, რომ საქართველო მზადაა მეტისთვის. ამიტომ, ექსკლუზიურად ვაანონსებთ: პროექტის წარმატების ნიშნად, ჩვენ ვთარგმნით და გამოვცემთ სანდერსონის კიდევ 2 წიგნს, რომელიც აქამდე არასდროს თარგმნილა! ეს თქვენი დამსახურებაა — თქვენ ახალი კარი გახსენით.
Shopping Cart
0.00%
უფასო მიწოდებას მხოლოდ 45.00  გაშორებს
თქვენი კალათა ჯერჯერობით ცარიალია

იპოვეთ სასურველი წიგნი ჩვენს კატალოგში

კატალოგის ნახვა
Free Shipping Bar Attributes
კომენტარის დამატება