Glozin
მიწოდების ვადა შეადგენს 1-3 სამუშაო დღეს
Glozin
შეიძინე ნებისმიერი 2 წიგნი მინიმუმ და ისარგებლე უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში 31 დეკემბრამდე

აღწერა

რინტარო ნაცუკისთვის – მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი თინეიჯერისთვის – ქალაქის განაპირას, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე, მყუდრო ბუკინისტური მაღაზია არა მხოლოდ ბაბუის მემკვიდრეობა, არამედ თავშესაფარიც იყო რეალობისგან თავის დასაღწევად.

ბაბუის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, როცა მაღაზიის დახურვა გარდაუვალი ჩანს, მოულოდნელად იდუმალი, მწვანეთვალება კატა ჩნდება სასწრაფო მისიით.

„წიგნები უნდა გავათავისუფლოთ -, აცხადებს მოლაპარაკე კატა,  – ისინი ტყვეობაში არიან და მხოლოდ წიგნის ნამდვილ მოყვარულს შეუძლია მათი გადარჩენა“.

ასე იწყება რინტარო ნაცუკის თავბრუდამხვევი მოგზაურობა პარალელურ სამყაროებში, სადაც წიგნები იტანჯებიან – ნაწილს დავიწყება ხრავს, ზოგის შინაარსს ანაწევრებენ, ზოგსაც კი მხოლოდ ბესტსელერების ფორმულებად ატყვევებენ. ყოველი ლაბირინთი ახალ გამოცდას უმზადებს ბიჭს, მაგრამ უკანასკნელი – ყველაზე საშიში გამოწვევა – რინტარომ მარტომ უნდა გადალახოს…

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

სოსუკე ნაცუკავა

მთარგმნელი

ნო­დარ მან­ჩხაშ­ვი­ლი

რედაქტორები

აზა მდინარაძე, ნინო ბარძიმიშვილი

დიზაინერები

ანა გვენცაძე, თაკო წიტაიშვილი

გვერდების რაოდენობა

200

გარეკანი

თხელი ყდა