Glozin
მიწოდების ვადა შეადგენს 1-3 სამუშაო დღეს
Glozin
შეიძინე ნებისმიერი 2 წიგნი მინიმუმ და ისარგებლე უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში 31 დეკემბრამდე

აღწერა

  • „დიუნი“ –  ესაა წიგნი პოლ მუად’დიბზე, ცოცხალ წმინდანზე, ვინც მართავს ეტლს, რომელშიც რელიგია და პოლიტიკა ერთად სხედან; ბიჭზე, ვინც კაცივით ლაპარაკობს, ვინც უდაბნოში იმოგზაურა და წყლები იხილა. ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
  • „დიუნის მესია“ – მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
  • „დიუნის შვილები“ – დიუნის მესიამ ზურგი აქცია დაკისრებულ მისიას, უდაბნოში გაიქცა და ტვირთი, რომელიც ვერ ზიდა, შვილებს დაუტოვა. ლეტოს და განიმას დრო არ აქვთ, რომ გაიზარდონ და მხოლოდ ამის მერე იტვირთონ ის, რაც გასაკეთებელია; ამიტომ ბავშვობაშივე ქმნიან ოქროს გზას, რომელსაც უნდა დაადგნენ – ოღონდ ჯერ უნდა მოახერხონ, მასზე ცოცხლებმა შედგან ფეხი. ამას უამრავი მტერი ეწინააღმდეგება: უცხოც და ნათესავიც, გარეშეც და შინაგანიც. მხოლოდ ოქროს გზით არის შესაძლებელი, კაცობრიობა გადარჩეს. მხოლოდ ასე დამყარდება ურყევი მშვიდობა, რომელიც ყველა ომზე უსასტიკესია. ის ადამიანებს მოუტანს მშვიდობის საპირისპიროს – ტაიფუნ-ბრძოლას; ხოლო მკითხველს ფრენკ ჰერბერტის მორიგ შედევრამდე – „დიუნის ღმერთ-იმპერატორამდე“ – მიიყვანს.

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

ფრენკ ჰერბერტი

მთარგმნელი

ნინო ბარძიმიშვილი

რედაქტორი

ნათია მენაბდე

დიზაინერები

ანა გვენცაძე, თაკო წიტაიშვილი

გარეკანი

თხელი ყდა