აღწერა

სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში პირველად, აზიელმა ავტორმა მსოფლიო ლიტერატურული ელიტა სრულად დაიმორჩილა. საუკეთესო რომანისთვის მინიჭებულიჰიუგოსპრემია მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ლიუ ცისინის საგა ჟანრის ახალი ეტალონიაწიგნი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი გენიისთვის საზღვრები არ არსებობს.

სიუჟეტი 1960-იანი წლების ჩინეთში, კულტურული რევოლუციის სასტიკი რეპრესიების ფონზე იწყება. გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზაწითელ სანაპიროზეახალგაზრდა ასტროფიზიკოსი, იე ვენძიე, კოსმოსში საბედისწერო და სარისკო სიგნალს აგზავნის. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ დედამიწის მომავალი სამუდამოდ შეცვალა.

იდუმალი ვირტუალური თამაშისამი სხეულიმხოლოდ გასართობი არაა –  ეს არის პორტალი სამყაროში, სადაც სამი მზე სიცოცხლეს ყოველ წამს ქაოსურად ანადგურებს. ვანმა უნდა გაარღვიოსმეცნიერების საზღვრებისშეთქმულება, რათა გაიგოს, ვინ არიან ადამიანთა მოდგმის მოღალატეები და რა ელის დედამიწას, როდესაც კოსმოსური უკუთვლა ნულს მიაღწევს.

გელოდებით ჩვენთან! მე დაგეხმარებით ჩვენი სამყაროს დაპყრობაში. ჩვენს ცივილიზაციას აღარა აქვს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. თქვენი ჩარევა ძალიან გვჭირდებაერთი ქალის შურისძიებამ კოსმოსში უპრეცედენტო ექსპედიცია დაძრა. ადამიანთა ტირანია უნდა დასრულდეს, რადგან სამყარო უკვე ტრისოლარს ეკუთვნის. ოთხ-ნახევარი საუკუნე განკითხვის დღემდეათვლა უკვე დაწყებულია.

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

ლიუ ცისინი

მთარგმნელი

რამაზ ხატიაშვილი

რედაქტორი

ელენე ჩაბრაძე, თამარ თითმერია

სამეცნიერო კონსულტანტი

გოგი რაზმაძე

დიზაინერები

ანა გვენცაძე, თაკო წიტაიშვილი

გვერდების რაოდენობა

568

გარეკანი

თხელი ყდა